დღეს, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება.
თუმცა, ტურნირი „ა” ჯგუფის გუნდების, შვეიცარიისა და ესტონეთის შეხვედრით (33:22) გაიხსნა. ეს მატჩი საინტერესი იმითაც აღმოჩნდა, რომ ესტონეთის ნაკრების მარცხენა გარემარბი წარმოშობით ქართველი დავით მამფორია იყო,
მან შვეიცარიასთან ფაქტობრივად შეუცვლელად ითამაშა. მამფორია ამ ბალტიისპირულ ქვეყანაშია გაზრდილი. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ხელბრურთელის დედა ესტონელია და ქართულად ვერ ლაპარაკობს, კომენტარიც ინგლისურად გააკეთა.
“გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ვერც დაცვაში ვითამაშეთ კარგად და ვერც ბევრი გოლის გატანა მოვახერხეთ. არც საკუთარი თამაშით ვარ კმაყოფილი, რადგან მხოლოდ ორი გოლი გავიტანე და ერთი კარგი მომენტი გავუშვი ხელიდან” – ამბობს მამფორია.