ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ევროპირველობაზე გამარჯვება არავის დაუთმო.
ჩვენმა სპორტსმენმა ატაცში (163, 167, 170) სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც 202, 209, 216 დაძლია და აქაც უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე ავიდა.
ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს ახალი რეკორდი დააფიქსირა, მან გიორგი ჩხეიძის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
27 ოქტომბერი 11:00 საათი – ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი 13:00 საათი – დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი 15:00 საათი – გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი 15:00 საათი – ბაქარ თურმანიძე +105 კგ.