ქართველი ცხრა ნომრები ევრო ტურნირებზე ითამაშებენ
ქართველი ცხრა ნომრები ევრო ტურნირებზე ითამაშებენ

პოპულარული სარაგბო ინტერნეტ გამოცემა “პლენეთრაგბის” მიხედვით, ჩემპიონთა თასის მეხუთე ტურის წინ შემადგენლობაში ახალი მოთამაშე რვა გუნდმა აიმატა.

ქართული რაგბის გულშემატკივართათვის სასიამოვნო ინფორმაციაა, რომ ტრამვირებული ბენუა პაიოგის ნაცვლად, “მონპელიეს” შემადგენლობაში გელა აფრასიძის სახელი და გვარი გამოჩნდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა ცხრა ნომერი “მონპელიეს” ძირითად გუნდთან ერთად უმაღლესი რანგის საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ახალგაზრდა მორაგბეს თავის გამოჩენისა და გუნდში ადგილის დამკვიდრების შესანიშნავი შანსი მიეცა.

სასიხარულია ისიც, რომ “ბორჯღალოსნების” ძირითადი ცხრა ნომერი, ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე (საქართველო – ა.შ.შ.) ფეხზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, უკვე მზადაა მოედანს დაუბრუნდეს. ლობჟანიძე “ბრივის” შემადგენლობაში “ჩელენჯ თასის” ფარგლებში, 13 იანვარს, “ოიონაქსის” წინააღგმდეგ, დევიდ დელარუს ნაცვლად გამოჩნდება.