ქართველი არბიტრების ხელმძღვანელი უეფა-ს ღონისძიებას დაესწრო - გოგა კიკაჩეიშვილმა სამსაჯო ტესტები ჩააბარა #1TVSPORT
ქართველი არბიტრების ხელმძღვანელი უეფა-ს ღონისძიებას დაესწრო - გოგა კიკაჩეიშვილმა სამსაჯო ტესტები ჩააბარა #1TVSPORT

უეფა-ს მსაჯთა ტალანტებისა და მენტორების პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ჯუნეტ ჩაქირი ნიონში გამართულ ღონისძიებაზე 29-31 აგვისტოს იმყოფებოდა.

ჯუნეტ ჩაქირი პროგრამის ფარგლებში ავსტრიელი და ნორვეგიელი მსაჯების მენტორი იყო. აღნიშნულ პროგრამაში ასევე მონაწილეობდა ფიფა-ს მეორე კატეგორიის ქართველი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი, რომელმაც თამაშის წესების შესახებ ტესტი ჩააბარა.

შეკრებაში მონაწილე ყველა მსაჯმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო ტრავმების პრევენციის მიზნით – რამდენიმე ტესტი. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, გოგა კიკაჩეიშვილის მენტორი ყოფილი არბიტრი, მილორად მაჟიჩი იქნება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ნიონში გასამართ უეფა-ს სემინარს კიდევ ერთი ქართველი არბიტრი, ფიფა-ს პირველი კატეგორიის მსაჯი გიორგი ყრუაშვილი დაესწრება.