ბოსნიაში საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ამ ქვეყნის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა.
მატჩი „მლადოსტის“ სტადიონზე ჩატარდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს: საქართველოს კარი ბელგიური „მეხელენის“ შემტევმა ნახევარმცველმა, მილან სავიჩმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ბოსნია u19 – საქართველო u19 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (45), 1:1 სავიჩი (57)
საქართველო u19: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ბასარია, გაბიტაშვილი, ბაბუნაძე, დარცმელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გელაშვილი, ივანიაძე, ინჯგია, გრძელიძე.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილები ბოსნიელებს ხვალ მეორედ შეხვდებიან. ეს მატჩიც დობოი კაკანის “მლადოსტის” სტადიონზე გაიმართება.