დღეს ბელარუსში საქართველოს 18-წლამდე ნაკრები გაემგზავრა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უმცროსი „ჯვაროსნები“ მინსკში, ბელარუსის ნაკრებთან, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი იახლა. შეხვედრები 9 და 11 დეკემბერს გაიმართება.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ლეჟავა (საბურთალო).
მცველები: გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), გოგი მამულაშვილი (გორი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), სანდრო მელიქიშვილი (დინამო თბ), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (ლოკომოტივი).
ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), თორნიკე აფციაური (საბურთალო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ტალახაძე (საბურთალო).
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010).