საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და თიანეთის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობაზე“ მსოფლიოს ორი რეკორდი დამყარდა.
კარიერაში მეათედ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი გიორგი მათურელმა, რომელმაც 55-კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალი ხელის ორ თითზე 30 წამში 39 აზიდვა დააფიქსირა. ასევე, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ნოდარ ცალუღელაშვილმაც. მან ერთი წუთის განმავლობაში 65-კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე შეასრულა 64 აზიდვა. ცალუღელაშვილი მსოფლიო რეკორდის ავტორი მეორედ გახდა.
რეკორდსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ სპეციალური სიგელები გადასცა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.