ქართველებმა პარტიზანულად ითამაშეს - „რუბინმა“ სპარინგის დამალვა უკვე მეორედ სცადა
ქართველებმა პარტიზანულად ითამაშეს - „რუბინმა“ სპარინგის დამალვა უკვე მეორედ სცადა

ყაზანის „რუბინმა“ და სამარის „კრილია სოვეტოვმა“ ფარულად გამართეს შეხვედრა და ხელისუფლების მხრიდან ნებართვას არც დაელოდნენ. თუმცა, ინფორმაცია მაინც ცნობილი გახდა – ამბავი „ტატარ-ინფომ“ გაავრცელა.

„გუნდებმა ეს საიდუმლო ამხანაგური მატჩი ყაზანში ჩაატარეს. „რუბინი” და „კრილია სოვეტოვი“ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვას არ დაელოდნენ და შეხვედრის საიდუმლოდ ჩატარებაზე შეთანხმდნენ. მატჩი „აკ ბარს არენაზე“ გაიმართა. ანგარიში უცნობია. შესაძლებელია, რომ გუნდებმა საპასუხო მატჩს სამარაში ჩაატარონ,” – იუწყება „ტატარ-ინფო“.

გამოცემა „ჩემპიონატმა“ მატჩის დეტალები შეიტყო და ცნობილი გახდა, რომ ყაზანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, ერთი გოლი კი „რუბინის“ ქართველმა შემტევმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა.

ყველაზე საინტერესოა, რომ თურმე, ასე პარტიზანულად ყაზანელებმა უკვე მეორედ ითამაშეს – პირველად გუნდი პრემიერლიგის „ტამბოვს“ ესპარინგა, სადაც სამი ქართველი თამაშობს – კაპიტანი მეკარე გიორგი შელიაა, მცველი გურამ თეთრაშვილი, ხოლო შემტევი – გიორგი მელქაძე.

რუსეთის პრემიერლიგა კოროვირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარტში შეჩერდა – ტურნირის განახლება 19 ივნისს დაგეგმა. 22 ტურის შემდეგ, „რუბინმა“ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.