28 თებერვალს უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, დორტმუნდის „ბორუსიისა“ და ფრანგული პსჟ-ს შეხვედრა ქართველმა არბიტრებმა იმსაჯეს.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი უწევდნენ. ქართელმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ექვსჯერ ამოიღო – მათგან ორი ფრანგების მარცხენა მცველმა, ვუნტუ ვა მუნგუმ დაიმსახურა, რომელიც 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევა.
შეხვედრის ძირითად დროსა და დამატებულ ტაიმებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 1:1. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიამ“ უკეთ შეასრულდა (5:4) და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა.