ქართველების „ზლატე მორავცე“ სლოვაკეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა - „სლოვანში“ კაშიამ ითამაშა, კანკავა დაასვენეს #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, სლოვაკეთის ჩემპიონატში („ნაიკლიგა“) „ტრნავას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კანკავა დაასვენეს.
გასავარდნთა ჯგუფში თორნიკე ძოწენიძემ „მიხალოვცეს“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა „სკალიცასთან“ – მისი გუნდი 1:3 დამარცხდა და ბოლოდან მეორე ადგილზეა.
„ზლატე მორავცემ“ „ბანსკა ბისტრიცას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ჯინჯოლავამ და ლევან ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, იური ტაბატაძე კი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. „ზლატე მორავცე“ სლოვაკეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ოფიციალურად გავარდა, „მიხალოვცეს“ კი ადგილის შენარჩუნების თერიული შანსი კიდევ აქვს.
ჩეხეთის ჩემპიოანტში „იაბლონეცი“, სადაც ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს, საკუთრ მოედანზე ზვიად ნაჭყებიას „ზლინს“ დაუზავდა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნაჭყებია კი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ შესულა.