ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, 2023 წელს მესამე მოსამზადებელი მატჩი ავსტრიულ შეკრებაზე „ზალცბურგთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.
მატჩი „ზალცბურგის“ საწვრთნელ ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა კლუბებს შორის წინასწარი შეთანხმებით უჩვეულო ფორმატით გაიმართა – ორი 45-წუთიანი ტაიმი პლუს 30 წუთი. ამით მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მისცეს.
„სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა: გურამ კაშიამ (90 წუთი) და გიორგი ჩაკვეტაძემ (65), ხოლო ჯაბა კანკავა მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა.
დაპირისპირების ბედი 54-ე წუთზე ავსტრიელების გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, როდესაც ოკაფორიმ „სლოვანის“ კარი აიღო. „ზალცბურგს“ უპირატესობის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრატისლაველების მეკარემ, ადრიან ჩოვანმა პენალტი მოიგერია.
შემდეგ მატჩში ბრატისლავას „სლოვანი“ შაბათს, 4 თებერვალს ბანსკა-ბისტრიცას „დუკლას“ სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში შეხვდება.