ქართველების საგოლე პასები თურქეთში - ბერიძე დაბრუნდა და გუნდს მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთის სუპერლიგაში ქართველებმა მორიგი შეხვედრები გამართეს, საბა ლობჟანიძემ და გიორგი ბერიძემ კი თავის გამოჩენა მოახერხეს.
საბა ლობჟანიძის „ქარაგიუმრუქი“ „ტრაბზონსფორს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. „ჯვაროსნების“ მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და მე-14 წუთზე საგოლე გადაცემაც შეასრულა, რომლის შემდეგაც მბაიე დიანმა ანგარიში გაათანაბრა – 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეექვსე საგოლე პასი ჩაიწერა.
ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გიორგი ბერიძე და „ანკარაგუჯუს“ „უმრანიესფორთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:1. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა, პირველი გოლი მისი პასის შემდეგ გავიდა, ეს მიმდინარე სეზონში ბერიძის მეორე საგოლე პასია.
თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ „ქარაგიუმრუქი“ 44 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო „ანკარაგუჯუ“ (39) მე-12 პოზიციაზეა.