ქართველების „როტორმა“ გასავარდნთა ზონას თავი დააღწია - გოლი ყიფიანის მონაწილეობით გავიდა #1TVSPORT
რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ვოლგოგრადის „როტორმა“ გროზნოს „ახმატს“ უმასპინძლა და ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დაძაბულ დაპირისპირების შედეგად 1:0 მოიგო.
ვოლგოგრადის „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი (62-ე წუთზე შეცვალეს) და ნიკა ყიფიანი (81-ეზე გაიყვანეს), ასევე ჯოვინო ფლამარიონი.
ანგარიში პირველ ტაიმში ალექსეი შეტკინმა 23-ე წუთზე გახსნა. შეტევა ნიკა ყიფიანმა განავითარა, რომელმაც შეტევა ქუსლით გაუგრძელა სერგეი მაკაროვს, გოლი კი მისი გადაცემით გავიდა. 28-ე წუთზე კარში დავითაშვილმა დაარტყა, მაგრამ მცველისგან კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, „როტორმა“ „ახმატი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 1:0, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და გავარდის ზონა დატოვა. რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ვოლგოგრადის „როტორმა“ 21 ქულა დააგროვა, „უფას“ (20) გადაასწრო და მე-14 ადგილზეა. ამავე დროს, გია გრიგალავას ტულის „არსენალთან“ (23) ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა, „უფასა“ და „არსენალს“ ტურის მატჩი სათამაშო აქვთ, მაგრამ ამ ადგილის შენარჩუნებით ვოლგოგრადელები გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. სეზონის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია დარჩენილი.