ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე წოლჭიმი საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. 83 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით გაბელაიამ ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო. ამავე წონაში, 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი გახდა. პირველ ადგილზე გასვლის გარდა, ნანდოშვილმა მსოფლიო რეკორდის დამყარებაც მოახერხა. მან 205.5 კგ დაძლია. იაპონიაში საქართველო ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა უფროსებში მე-10, 23 წლამდელთა შორის კი მე-7 პოზიცია დაიკავა. ჯამში ჩემპიონატში 43-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.