ქართველების მონაწილეობით სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს
საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონატი მინდინარეობს. შეჯიბრი 30 დეკემბრამდე გასტანს, საპრიზო ფონდი კი საკმაოდ სოლიდური ორი მილიონი დოლარია. პირველი სამი დღე მოჭადრაკეები სწრაფ ჭადრაკში შეერკინებიან ერთმანეთს და დღეში ხუთ პარტიას ითამაშებენ. მომდევნო ორში კი ბლიცს და დღეში უკვე ათი პარტიის გამართვა მოუწევთ.
ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში საუკეთესოა ბაადურ ჯობავა, რომელმაც პირველ დღეს გამართული ხუთი პარტიიდან ოთხი მოიგო, ერთი გააყაიმა და ვლადიმერ ფედოსეევთან ერთად ცხრილის სათავეშია. მე-14 პოზიციაზეა გიგა ყუფარაძე 3,5 ქულით. 3-3 ქულით 34-ე და 37-ე ადგილებზე არიან ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი, არადა ლევანმა კარგად დაიწყო, პირველი ორი პარტია იმარჯვა და ლიდერობდა კიდეც ცხრილს.
ქალებში ჩვენთაგან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილია, რომელიც ოთხი ტური მოგებით მიდიოდა, თუმცა მეხუთეში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დასთმო პარტია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველებიდან კიდევ ექვსი გოგო მონაწილეობს და ადგილებს ასე ინაწილებენ:
21 – ნინო ბაციაშვილი – 3,5 ქულა
30 – სოფიო გვეტაძე – 3 ქულა
36 – ნანა ძაგნიძე – 3 ქულა
61 – ინგა ჭარხალაშვილი – 2 ქულა
72 – სოფიკო ხუხაშვილი – 2 ქულა
86 – სალომე მელია – 1,5 ქულა
87 – ლელა ჯავახიშვილი – 1,5 ქულა