ქართველების გუნდი ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია
ქართველების გუნდი ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას აქვთ შანსი, 2020 წელს ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ითამაშონ. ქართველების გუნდი, ბელგიური „გენტი“ საფრანგეთში ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „სენტ ეტიენს“ ეწვია, შეხვედრა ანგარიშით 0:0 დაასრულა და და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ევროპა ლიგის „ი“ ჯგუფში „გენტმა“ 9 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და გერმანული „ვოლფსბურგი“ (8 ქულა) ჩამოიტოვა. ბოლო ტურის მატჩები 13 დეკემბერს გაიმართება – „გენტი“ „ოლექსანდრიას“ (3 ქულა) ესტუმრება და წაგების შემთხვევაშიც, უკრაინული გუნდი და „სენტ ეტიენი“ (4 ქულა) ვეღარ დაეწევიან.

გიორგი ქვილითაიამ კვლავ შეცვლაზე ითამაშა – „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე იყო და „ჟოფრუა გიშარის“ სტადიონზე 71-ე წუთზე უკრაინელი რომან იარემჩუკის ნაცვლად გამოჩნდა.

ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა უეფა-ს ოფისში 16 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მატჩები 20 და 27 თებერვალს შედგება. წესით, ამ დროისათვის გიორგი ჩაკვეტაძე უკვე მზად უნდა იყოს და მოედანს დაუბრუნდეს.