ქართველების დაპირისპირება იტალიაში - აქამდე კვარაცხელიას ლოჩოშვილის გუნდთან არ მოუგია #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება იტალიაში - აქამდე კვარაცხელიას ლოჩოშვილის გუნდთან არ მოუგია #1TVSPORT

სერია A-ს მე-9 ტურში ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა იწვევს. კრემონაში დაგეგმილ მატჩში მასპინძელთა რიგებში ლუკა ლოჩოშვილის თამაშობს, ხოლო სტუმრების გუნდში – ხვიჩა კვარაცხელია.

ამ ფაქტის გამო შეხვედრა ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ, Cuoregrigiorosso-მ სწორედ ქართულ ჭრილში განიხილა.

 

კვარაცხელია-ლოჩოშვილი: საქართველო სერია A-ში

„საქართველო მოლოდინშია. 9 ოქტომბერს, კვირას, სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ შორის ორი თანამემამულე და მეგობარი, ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდება.

სერია A-ში ორივე პირველ სეზონს ატარებს და ორივე საკუთარი გუნდის სიურპრიზი გახდა. ხვიჩა მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, ლუკამ კი რამდენიმე დღეში „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

კვარა და ლოჩო (როგორც მათ შემოკლებით ეძახიან) ერთმანეთს 2017 წლიდან იცნობენ, როდესაც ორივე საქართველოში, „დინამო თბილისში“ თამაშობდა. 19 წლის მცველი მოგვიანებით კიევის „დინამოში“ გადავიდა, „ნაპოლის“ გარემარბი კი ამ დროს 16 წლის იმედისმომცემი მოთამაშე იყო.

ისინი თანაგუნდელები იყვნენ 21-წლამდელთა ნაკრებში ახლა კი ეროვნულ გუნდშიც ერთმანეთის გვერდში თამაშობენ. საქართველოს ნაკრები ახლახან ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდა.

მათ საერთო ჯამში ერთად 10 თამაში აქვთ ჩატარებული. მეტიც, „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩი არ იქნება პირველი, სადაც ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ: 2018 წელს „დინამო თბილისი“ და „რუსთავი“ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ლოჩოშვილის „რუსთავმა“ მოიგო“, – წერს იტალიური გამოცემა.