ქართველების დაპირისპირება უნგრეთში დვალის გუნდმა მოიგო #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება უნგრეთში დვალის გუნდმა მოიგო #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ლუკა ლაკვეხელიანისმეზოკოვეშდმა“ ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილის ბუდაპეშტის „ფერენცვაროშსუმაპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ლაკვეხელიანიმეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში გიორგი ხარაიშვილი განაცხადშიც არ იყო, ლაშა დვალი კი თავიდან სათადარიგოებში იჯდა, 59-ე წუთზე კი მოედანზე შევიდა. „ფერენცვაროშმა“ 3:0 მოიგო.

გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ „ჰონვედს“ ესტუმრა და 2:1 მოიგო. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ შინ „დირმოტი“ 3:2 დაამარცხა. ზივზივაძე განაცხადში იყო, მოედანზე კი 90-ე წუთზე შეუშვეს.

14 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან საუკეთესო პოზიციაში „ფერენცვაროშია“, რომელიც 31 ქულით ლიდერია, 23 ქულით მეოთხე ადგილზეა „ფეჰერვარი“, რომელსაც 4 ქულით „მეზოკოვეშდი“ ჩამორჩება.