ქართველების დაპირისპირება იტალიაში - „კრემონეზე“ „სპეციას“ დამარცხებით მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში ქართველების გუნდების, „სპეციასა“ და „კრემონეზეს“ დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებთ დასრულდა – 0:1.
21-ე ტურის შეხვედრა ორივე ქართველმა ითამაშა, მაგრამ ერთ დროს მოედანზე ყოფნა არ მოუხდათ. ივა გელაშვილი „სპეციას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ხოლ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გადამწყვეტი გოლი კი კრემონელებმა 54-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც მასპინძლების კარი გამოცდილმა თავდამსხმელმა, 35 წლის მასიმო კოდამ აიღო და ანგარიში აღარ შეცვლილა.
21 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 38 ქულა დააგროვა და პლეი ოფის ზონაში, მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სპეცია“ 17 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზეა და ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშეა.