საფეხბურთო კლუბმა “ბალმაზუივაროშმა”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, უნგრეთის თასის მერვედფინალში წარმატებით ითამაშა.
გუნდმა პირველ შეხვედრაში გასვლაზე “დიორ ეტოს” 3:2 მოუგო. განმეორებითი მატჩი კი 0:0 მორჩა, რაც აწყობდა და ქართველების გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“ბალმაზუივაროშის” მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი მაისურაძე და ბაჩანა არაბული დააყენა. პირველმა სრულად ითამაშა, არაბული კი 65-ე წუთზე შეცვალეს. უნგრული გუნდის ახალწვეული, ლაშა შინდაგორიძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. “ბალმაზუივაროში” უნგრეთის თასის მეოთხედფინალში ”ბეშეკჩაბას” შეხვდება.
აქვე ვიტყვით, რომ უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ბალმაზუივაროშმა” გასვლაზე მესამეადგილოსანი ”დებრეცენი” 2:0 დაამარცხა – არაბულმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნა. ქართ[ელ თავდამსხმელს წარმატებული თამაში ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაუფასა და მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.