ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ” სტუმრად გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს” მინიმალური სხვაობით 78-79 სძლია.
ქართველმა კალათბურთელებმა ჯამში 36 ქულის დაგროვება შეძლეს. თორნიკე შენგელიამ მოედანზე არასრული 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დადარება დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი მოედანზე 32:16 წუთი გაატარა და 16 ქულა,4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება ჩაიწერა პირად აქტივში.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა რვავე ორქულიანი ჩააგდო. „ბასკონიას“ და „იბეროსტარ ტენერიფეს“ 3-3 მოგება და წაგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეშვიდე-მერვე ადგილებზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს ბასკური კლუბი „მადრიდის რეალს” უმასპინძლებს, ხოლო ტენერიფელები „ესტუდიანტესს“ ესტუმრებიან.