ქართველები ყაზახეთში - მხოლოდ ლობჯანიძემ ითამაშა, თოთაძემ ოპერაცია გაიკეთა, ერთი მატჩიც თოვლმა ჩაშალა #1TVSPORT
ქართველები ყაზახეთში - მხოლოდ ლობჯანიძემ ითამაშა, თოთაძემ ოპერაცია გაიკეთა, ერთი მატჩიც თოვლმა ჩაშალა #1TVSPORT

ყაზახეთში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. პრემიერლიგის გუნდებში რამდენიმე ქართველი ირიცხება, მაგრამ პირველ ტურში მხოლოდ გუჯა ლობჯანიძემ ითამაშა.

28 წლის თავდამსმხმელის გუნდმა, კოსტანაისტობოლმა“ „აკჟაიკს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

შოთა გრიგალაშვილის და რომან ჭანტურიას პეტროპავლოვსკისკიზილჯარას“ გასვლაზე შიმკენტშიორდაბასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გადაიდო – მიზეზი დიდთოვლობა გახდა, შიმკენტში მოედანი ვერ გაწმინდეს და საბოლოოდ, მატჩის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„აქტობე“ აქტაუშიკასპიისკის“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ლაშა თოთაძე სტუმართა შემადგენლობაში არ იყო და არც – განაცხადში. არადა, ქართველი მცველი გუნდში თებერვალში ჩაირიცხა და მას შემდეგ ბევრი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

როგორც შევიტყვეთ, ლაშას თურქულ შეკრებაზე უსიამოვნო ამბავი შეემთხვა – ანტალიაში შეკრების დროს მწერმა უკბინა, წვივი გაუსივდა და დაუჩირქდა, რის გამოც 10 დღის წინ ოპერაცია გაიკეთა. 31 წლის გამოცდილ მცველს სამკურნალოდ 3 კვირა დასჭირდება.

დატოვე კომენტარი