ელგუჯა ლობჯანიძე „ტობოლის“ მოთამაშეა
ელგუჯა ლობჯანიძე „ტობოლის“ მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე კოსტანაისტობოლისმოთამაშე გახდა, – ინფორმაციას ყაზახური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„გუნდის რიგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გუჯა ლობჯანიძე შეუერთდა. 28 წლის თავდამსხმელი „ტობოლში“ 99 ნომრით ითამაშებს“, – წერია „ტობოლის“ ოფიციალურ გვერდზე.

ლობჯანიძე „ვიტ ჯორჯიას“ აღზრდილია. ასევე თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, 2017 წელს მეორე ნახევარი სეზონი რუსეთში, „ორენბურგში“ გაატარა. 2019 წლის თებერვალში მოთამაშე „ტარაზში“ გადავიდა. გასული სეზონი 28 წლის ფეხბურთელმა „კაისარში“ გაატარა, სადაც 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან ნაკრებში დებიუტი 2017 წელს გამართა და 11 მატჩი ჩაატარა.

სეზონის დასრულების შემდეგ ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მას ყაზახეთის ჩემპიონი ალმატისკაირატი“ და ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ასტანა“ იწვევდა. მაგრამ საბოლოოდ, ეს მოლაპრაკებები ჩაიშალა.