ქართველები თურქეთში - ლობჟანიძე დამარცხდა, შენგელიას და არველაძეს არ უთამაშიათ #1TVSPORT
ქართველები თურქეთში - ლობჟანიძე დამარცხდა, შენგელიას და არველაძეს არ უთამაშიათ #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და სამივე ქართველის გუნდმა ითამაშა – ამ სამი მატჩიდან ქართველების ორმა გუნდმა მოიგო.

ტრაბზონსპორმა“ საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ვერც მან და ვერც გუნდმა ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან ვერაფერი გააწყო.

კონიასპორმაევროსაგზურისთვის მებრძოლი „ალანიასპორი“ მიიღო და 1:0 მოიგო. ლევან შენგელია „კონიას“ სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

ვატო არველაძის „კარაგუმრუკმა“ (აჩი არველაძე ვიცე-პრეზიდნეტია) შოთა არველაძის ყოფილ კლუბს, „კაისერისპორს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ვატო არველაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.

30 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან ყველაზე მაღალ საფეხურზე „კარაგუმრუკია“ – 44 ქულით მე-8 ადგილზეა. შენგელიას „კონიასპორი“ (36 ქულა) მე-12 პოზიციაზეა, ხოლო ლობჟანიძის „ანკარაგუჯუ“ (29 ქულა ) მე-18-ზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებალდ იბრძვის.