ქართველები პორტუგალიაში - აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ მოიგო, მაკარიძის „მარიტიმუ“ დამარცხდა #1TVSPORT
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩაატარა, რომლებმაც მოედანი განსხვავებული განწყობით დატოვეს.
გიორგი აბურჯანიას ბოლო დროს უფრო და უფრო ენდობა „ჟილ ვისენტეს” მწვრთნელი და ამჯერად, „ფამალიკაოსთან“ გასვლით შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველის გუნდმა 51-ე წუთზე მურილოს გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა.
პორტუგალიაში დაბრუნებული გიორგი მაკარიძე „მარიტიმუს” პირველი მეკარე გახდა – 32 წლის კიპერმა ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა „ბრაგასთან“ საშინაო შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.
„მარიტიმუ“ ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ არბიტრმა 83-ე წუთზე ჯერ ედგარ კოსტა გააძევა, ხოლო რამდენიმე წამში მასპინძელთა მწვრთნელ ხოსე მანუელ გომესსაც წითელი ბარათი აჩვენა და 10 კაცით დარჩენილმა მასპინძლებმა ქულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
პორტუგალიაში გამართული 20 ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტე“ 22 ქულით მე-13 ადგილზე დაწინაურდა, „მარიტიმუ“ კი (13) კი მე-17 ადგილზე დარჩა.