ქართველები კონფერენს ლიგაზე - მხოლოდ გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ მოიგო #1TVSPORT
ქართველები კონფერენს ლიგაზე - მხოლოდ გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ მოიგო #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი მატჩები გაიმართა. ამ შეხვედრებში ქართველებმაც ითამაშეს.

უკრაინულმა „ჟიტომირმა“ პოლონეთში, „მიეისკი გლივიკახის სტადიონზე“ უმასპინძლა ლუბლიანის „ოლიმპიას“ და ისევე როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი მაისურაძე სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

ცოტნე მოსიაშვილმა 79 წუთი ითამაშა ყაზახურ „ტობოლში“, რომელიც შინ შვეიცარიულ „სენტ-გალენთან“ 9 მოთამაშით დარჩა და 0:1 დამარცხდა. პირველი მატჩიც ევროპელებს ჰქონდათ მოგებული (4:1) და მესამე ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“, რომელმაც პირველი მატჩში, გიბრალტარში „მაგპისი“ 3:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა დამაჯერებლად ვერ დაიწყო და გოლი გაუშვა. თუმცა საბოლოოდ 5:1 მოიგო და მესამე ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების მცველი ჯერ დანიელთა საევროპო განაცხადში არ არის და, ბუნებრივია, არ უთამაშია.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ პირველი მატჩი სლოვენიაში „მარიბორთან“ 0:2 წააგო და შემდეგ წრეში გასვლის მცირე შანსი ჰქონდა. ამჯერად რუმინელებმა 3:2 მოიგეს. ქართველი ნახევარმცველი რუმინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა.