ქართველები იტალიაში | ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ კონკურენტი დაამარცხა, გელაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ქართველები იტალიაში | ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ კონკურენტი დაამარცხა, გელაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „სასუოლომ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. სტუმართა შორის გიორგი კვერნაძე განაცხადში არ იყო.

იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში კი „კრემონეზემ“ უშუალო კონკურენტი „კომო“ (რომელიც მე-12 წუთიდან მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა) მიიღო და 2:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

სპეციამ“, სადაც ივა გელაშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე „სუდტიროლი“ დანიელე ვერდეს დუბლით 2:1 დაამარცხა – ქართველი მცველი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.

კრემონეზე“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარმას“ ექვსი ქულით ჩამორჩება, „სპეციამ“ კი ბოლო ადგილს თავი დააღწია და 30 ქულით მე-16 ადგილზე დაწინაურდა.