ქართველები ევროტურნირებზე | ოდიშარიამ „აინტრახტთან“ ითამაშა, სილაგაძე და დვალი დაასვენეს #1TVSPORT
ქართველები ევროტურნირებზე | ოდიშარიამ „აინტრახტთან“ ითამაშა, სილაგაძე და დვალი დაასვენეს #1TVSPORT

ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის „რიგასი“ ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ოდიშარია „რიგასის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა, ხოლო შემტევი ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

შესვენებამდე გოლი არ გასულა. მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, ოდიშარიას შეტევის განხორციელების ბევრი შანსი არ ჰქონია, მაგრამ მთლიანობაში საიმედოდ გამოიყურებოდა. 65-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშის წაქცევისთვის ქართველი შემტევი დააჯარიმეს და ლატვიელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გადამოწმების შემდეგ ვიდერეფერიმ მსაჯის გადაწყვეტილება შეცვალა და პენალტი გაუქმდა. თუმცა გერმანელებმა უგო ლარსონის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით მაინც მოიგეს.

ლაშა დვალი კვლავ არ იყო აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში, რომელიც კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურში სერბულ „ბორაცთან“ შინ 0:1 დამარცხდა. კვიპროსელებმა 24-ე წუთზე სერბულ კლუბს გაუტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა. სტუმრებს კი 63-ე წუთზე გამარჯვება ზუსტი დარტყმით სავიჩმა მოუტანა.