ქართველები ევროთასებზე - დვალის აპოელ-ი დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ევროპის ლიგის პლეი ოფში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „რიგასმა“ აპოელ-ს უმასაპინძლა და 2:1 დაამარცხა.
აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ლატვიელთა შორის ლაშა ოდიშარია 83-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო ლუკა სილაგაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
კონფერენსლიგის პლეი ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ შოტლანდიური „კილმარნოკი“ მიიღო, 2:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ნიქოზიაში „ომონია“ „ზირას“ დაუპირისპირდა და 6:0 მოუგო (მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს). აზერბაიჯანულ კლუბში 75 წუთი ითამაშა დავით ვოლკოვმა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა.