ქართველები ევროპის ლიგაზე - კიტეიშვილის „შტურმი“ „მონაკომ“ დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდებმაც ითამაშეს.
ოთარ კიტეიშვილი იყო გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში და გასვლაზე „მონაკოსთან“ შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა. ავსტრიელები ფრანგებს ესტუმრნენ და მატჩი 0:1 წააგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე სენეგალის ნაკრების თავდამსხმელმა, კრეპენ დიატამ გაიტანა.
„ბაიერმა“ ლევერკუზენში ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ 2:1 დაამარცხა. უნგრელების განაცხადში არ ყოფილან ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი, რომლებიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობენ.
კონსტანტინე მარადიშვილმა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ითამაშა. ის „მარსელთან“ შეხვედრისას მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. მოსკოველებმა ანგარიში ამის შემდეგ გაათანაბრეს, მაგრამ წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა.