ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე - პლეი ოფში მხოლოდ კვარაცხელია და ხოჭოლავა ითამაშებენ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი ოფში მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა „ჯვაროსნების“ მცველის, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელიც A ჯგუფში მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ (12) ჩამორჩა, მაგრამ „გალათასარაის“ (5) და „მანჩესტერ იუნაიტედს“ (4) გადაასწრო.
პლეი ოფში ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიც“, რომელმაც ბოლო ტურში „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა და C ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, წინ მხოლოდ მადრიდის „რეალი“ (18) გაუშვა.
დონეცკის „შახტარი“ კი, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი ასპარეზობენ, H ჯგუფში „პორტუსთან“ 3:5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს და გაზაფხულზე ტურნირის პლეი ოფში ითამაშებს.