ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე - კვარაცხელია, გოჩოლეიშვილი და აზაროვი ჯგუფურ ეტაპზე, კიტეიშვილი საკვალიფიკაციოში #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა გრაცის „შტურმმა“ საგზური უკვე გაინაღდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ვენის „რაპიდმა“ „შტურმი“ 3:2 დაამარცხა. ამ მატჩში კიტეიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ერთი საგოლე პასია. „შტურმმა”, როგორც ავსტრიის ვიცე-ჩემპიონმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებენ გამოსვლას დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ (დანია), გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“ (სლოვაკეთი) და ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი).
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ (იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ (უკრაინა) და ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი).