ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ზე მიემგზავრებიან
ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ზე მიემგზავრებიან

Neymar Jr’s Five-ზე საქართველოს გამარჯვებულები ბრაზილიაში მიემგზავრებიან. ტურნირში მონაწილეობას 60 ქვეყანა იღებს, საქართველოში კი წელს პირველად ჩატარდა და მისი ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო.

საქართველოში Neymar Jr’s Five 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები 6 ქალაქში გაიმართა – თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში და 200 გუნდი მონაწილეობდა. 6 ქალაქში დაწყებული გათამაშება საუკეთესო გუნდის გამოვლენით დასრულდა.

გამარჯვებულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრაზილიაში, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისათვის სპორტული ეკიპირება გადასცა. მოყვარული ფეხბურთელები სან პაულუში 17 ივლისს გაემგზავრებიან. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის გამარჯვებული კი დასკვნითი ეტაპზე, ნეიმარის გუნდს დაუპირისპირდება.