ქართველები აზიის თასზე - ტაჯიკეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავარჯიშებს, მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ქართველები აზიის თასზე - ტაჯიკეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავარჯიშებს, მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

აზიის თასზე ტაჯიკეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ლიბანი 2:1 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ტაჯიკეთის ნაკრებში ორი ქართველი სპეციალისტი მუშაობს – 2020 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, პეტარ შეგრტია, რომლის ასისტენტები საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, გელა შეყილაძე და „ლოკომოტივის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, თამაზ ბოკერია არიან.

47-ე წუთზე ანგარიში ლიბანის ნაკრებმა ირადის გოლით გახსნა. 56-ე წუთზე ელ ზენიმ წითელი ბარათი მიიღო და ლიბანის ნაკრები 10 კაცით დარჩა.

ტაჯიკეთის ნაკრებმა რიცხვობრივი უპირატესობით მატჩის ბოლოს ისარგებლა – მე-80 წუთზე უმარბაევმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+2-ე წუთზე ხამრუკულოვმა ტაჯიკებს გამარჯვება და ისტორიული წარმატება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის ნაკრები აზიის თასზე დებიუტანტია და პირველივე ცდაზე კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.