ქართველები ავსტრიაში თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ - ალთუნაშვილმა პენალტი გამოიყენა #1TVSPORT
ქართველები ავსტრიაში თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ - ალთუნაშვილმა პენალტი გამოიყენა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ და სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის თასზე ითამაშეს და ორივე შემდეგ ეტაპზე გავიდა.

1/8-ფინალში კიტეიშვილის „შტურმმა“ „ლინცი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გრაცელები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. „შტურმმა“ პირველი ტაიმი დამაჯერებლად დაიწყო, ზვონარეკის (24) და იარდიმჩის (33) გოლებით 2:0 მოიგო. „ლინცმა“ სხვაობა მეორე ტაიმში შეამცირა.

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ კი შინ „კლაგენფურტი“ მიიღო და 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, მიზანს ვერც დამატებულ დროში (2:2) მიაღწია. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „ვოლფსბერგერმა“ შეასრულა – 8:7

ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა მოედანზე 105-ე წუთზე შეუშვა და სერიაში მეოთხე დარტყმა ზუსტად შეასრულა.