ქართველები ავსტრიაში - კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო, ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ქართველები ავსტრიაში - კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო, ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ „ჰარტბერგს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, ხოლო სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგერმა“ ვენის „აუსტრიასთან“ 0:1 წააგო.

ჩემპიონატის მე-13 ტურის გასვლით დაპირისპირებაში კიტეიშვილმა „შტურმი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. გრაცელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს – გოლი ტოჩი ჩუკვუანმა გაიტანა, ხოლო 56-ეზე მასპინძლებს თურქმა ნახევარმცველმა, ერენჩან იარდიმჩიმ გაუტანა. „ჰარტბერგმა“ სხვაობა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე შეამცირა.

სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგერმაგრაცელების კონკურენტი, ვენის „აუსტრია“ მიიღო – სტუმრები 61-ე წუთზე გერმანელმა თავდამსხმელმა, მორის მალონემ დააწინაურა და როგორც გაირკვა, „რაპიდს“ სამი ქულა მოუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადში დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

„შტურმი“ 29 ქულით გათამაშების ლიდერია და მეორეადგილოსან ვენის „რაპიდთან“ (25) უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (17) მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა.