ქართველები ავსტრალიაში - არაბულმა გაიტანა, „მაკარტური“ მიქელთაძის „ნიუკასლს“ დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT
ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „ბრისბენ როართან“ „მაკარტურის“ გამარჯვებას (3:2) სათავე დაუდო.
ავსტრალიის A-ლიგის მე-19 ტურის შეხვედრას „მაკარტურმა“ უმასპინძლა და სწრაფად დაწინაურდა. „ბრისბენ როართან“ ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა, ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა.
მასპინძლებმა 67-ე წუთზე მილარის გოლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ „ბრისბენ როარმა“ სამწუთიან მონაკვეთში (78 და მე-80 წუთებზე) წონასწორობა აღადგინა. „მაკარტურმა“ გამარჯვებას არბიტრის მიერ დამატებულ დროში მაკგინგის გოლით მაინც მიაღწია და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა 3:2.
ტურის მატჩი გამართა „ნიუკასლ ჯეთსმა“, რომელმაც „ველინგტონ ფენიქსთან“ სტუმრად 1:2 წააგო. ბექა მიქელთაძე განაცხადში არ იყო, ბექა დარცმელია კი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
19 ტურის შემდეგ „მაკარტურმა“ 24 ქულა დააგროვა და „ნიუკასლ ჯეთს“ დაეწია, ქართველებისი გუნდები მე-7 და მე-8 ადგილებზე არიან.