საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გავიდა 2011 წლის 20 ივლისის #284 დადგენილების ცვლილება, რომელიც პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულებისთვის ყოველთვიურ სახელმწიფო სტიპენდის – 1000 ლარის დანიშვნას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად „ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებას დაემატა კატეგორია, რომელიც პარალიმპიურ ჩემპიონებს სახელმწიფო სტიპენდიას დაუწესებს.
პროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული დადგენილებით მოსარგებლე ბენეფიციარებს დაემატებიან პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულები, რაც სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულება, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ მათთვის დამატებითი სტიმულის მიცემის კუთხით, პარალიმპიურ აქტივობებში ჩასართავად.
შალვა გოგოლაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): სახელმწიფო ხელს უწყობს პარალიმპური სპორტის განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პარასპორტსმენების მიერ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებზე. ბოლო წლებში ჩვენმა პარასპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სპორტის არაერთ სახეობაში. 2016 წელს, რიოს პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ქართული პარასპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ჩვენ წინ გვაქვს ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშები და დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი პარასპორტსმენების ტოკიოში წარმატებით გამოსვლას.