ქართველ გულშემატკივრებს კვარაცხელიას მაისური იტალიელმა ჟურნალისტებმა დაუბრუნეს #1TVSPORT
ქართველ გულშემატკივრებს კვარაცხელიას მაისური იტალიელმა ჟურნალისტებმა დაუბრუნეს #1TVSPORT

გამოცემაილ მატინოს ცნობით, „სასულოსთან“ მატჩზე დამსწრე ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გადასცეს. საქმე ისაა, რომ „ნაპოლის“ თამაშზე მისულ ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი მაისური აჩუქა, რომელიც ნეაპოლელმა ფანმა გაიტაცა.

„გასულ შაბათს, „სასუოლოსთან“ მოგებული მატჩის ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაისური ესროლა თანამემამულეებს, რომლებმაც „სტადიო მარადონაზე“ სექტორი ერთად დაიკავეს. თუმცა, 77-ნომრიანი მაისური ნეაპოლელებმა „ააორთქლეს“, რამაც ქართველი გულშემატკივრები გაამწარა. მაისური მათ არ დაუბრუნეს. მომხდარის გამოსწორება სცადა რადიო Marte-ს გადაცემა La Radiazza-ს წამყვანმა ჯანი სიმიეოლიმ, ფრანჩესკო ტერონის ფონდისა და ჟურნალისტ მასიმო სპარნელის დახმარებით, ქართველ გულშემატკივრებს აჩუქა კვარაცხელიას მაისურა, რათა ხაზი გაესვა ორ ხალხს შორის მეგობრობისთვის, რომლებიც ხვიჩამ გააერთიანა“, – წერს „ილმატინო“.

გამოცემამ გამოაქვეყნა ბორჯომის წმინდა ილია მართლის ტაძრის მოძღვრის, მამა იოანე ხეცურიანის კომენტარი: 

„მადლობას ვუხდი ფრანჩესკო ტერონის ფონდს, ჯანი სიმიეოლისა და ჟურნალისტ მასიმო სპარნელის, რომლებმაც ჩვენი საყვარელი მოთამაშის, კვარაცხელიას 77-ნომრიანი მაისური გადმოგვცეს“.

ilnapolista-მ კი ქართველ გულშემატკივრებს ნეაპოლელი ფანის საქციელის გამო ბოდიში მოუხადა:

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა „სასუოლისთან“ მატჩის დროს. თამაშის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია იმ ტრიბუნასთან მივიდა, სადაც მის გასამხნევებლად შეკრებილი ქართველები იყვნენ და მაისური გადაუგდო. სამწუხაროა, რომ იქ „ნაპოლის“ გულშემატკივარი იდგა, ქართველებს მაისური გამოგლიჯა და გაიქცა. ეს წარმოუდგენლად ცუდი საქციელი იყო“, – წერს გამოცემა.