ქართული სარაგბო ლეგიონი | იაშაღაშვილისა და ახალაძის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ მეორე დივიზიონში (PRO D2) მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა და, გასული ტურების მსგავსად, არც ამჯერად ჩაუვლია თამაშებს ქართველი მორაგბეების ლელოების გარეშე – თავი იოანე იაშაშაღაშვილმა და გიორგი ახალაძემ გამოიჩინეს.
„ბეზიემ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლი“ დიდი ანგარიშით, 48:3 დაამარცხა. მასპინძელთა მესამე ლელო გიორგი ახალაძემ დადო, რომელიც შეხვედრაში 55-ე წუთიდან ჩაერთო, თავი კი 59-ე წუთზე გამოიჩინა. 66-ე წუთზე „ბეზიეს“ შემადგენლობაში კიდევ ერთმა ქართველმა, ლუკა ჭელიძემ ითამაშა.
„გრენობლის“ რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური. აფციაური 54-ე წუთზე შეცვალეს, გოგინავა – 56-ეზე, კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ჯავახია შეხვედრაში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
„ვალანსისა“ და „პროვანსის“ შეხვედრაში სტუმრები დასაწყისშივე ლელოთი დაწინაურდნენ. 28-ე წუთზე მასპინძელთაგან იოანე იაშაღაშვილმა ლელო დადო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ეს ლელო „ვალანსს“თამაშის გადარჩენაში მაინც ვერ დაეხმარა და 15:24 წააგო, იაშაღაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
„ბეზიე“ – „აჟენი“ 29:9 – მასპინძელთა რიგებში გიორგი ნუცუბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
„რუანი“ – „ვანი“ 9:14 – „რუანის“ შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილმა 47-ე წუთიდან ითამაშა.
„ორიაკი“ – „ბრივი“ 23:14 – ორმა ქართველმა ითამაშა „ორიაკის“ შემადგენლობაში. გიორგი ქართველიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ლუკა ნიორაძე კი შეხვედარში 61-ე წუთიდან ჩაერთო.
„ანგულემი“ – „ნევერი“ 27:23 – „ნევერში“ ილია კაიკაციშვილმა და ლადო ჩაჩანიძემ შეხვედრა თავიდანვე დაიწყეს, კაიკაციშვილი პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, ჩაჩანიძემ 56 წუთი ითამაშა.
„მონტობანი“ – „კოლომიე“ 13:37 – მირიან ბურდულმა მასპინძელთა შემადგენლობაში 46 წუთი ითამაშა, ოთარ გიორგაძე კი მეორე ტაიმიდან ჩაერთო შეხვედრაში.