ქართული სამეულის აპოელ-მა გაჩემპიონებული „არისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქართული სამეულის აპოელ-მა გაჩემპიონებული „არისი“ დაამარცხა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ​აპოელ-მა ქვეყნის უკვე მოქმედი ჩემპიონი „არისი“ 4:3 დაამარცხა.

საჩემპიონო ჯგუფის 36-ე ტურის შეხვედრაში აპოელ-ის სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას ძირითადში მოხვედრა მოულოდნელი არ იყო, მურთაზ დაუშვილი კი სასტარტო თერთმეტეულში ბოლო პერიოდში პირველად მოხვდა.

აპოელ-ი პირველ ტაიმში მდევრის როლში იყო. „არისი“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ქართველების გუნდმა წონასწორობა ორჯერვე აღადგინა და პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა. 49-ე წუთზე კი კინგსლი სარფომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და  აპოელ-ი დააწინაურა.

საბოლოოდ, ნიქოზიელებმა 4:3 მოიგეს, ჩემპიონატი 71 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდეს.