თბილისის საერთაშორისო ტურნირზე დღეს კიდევ ერთი ქართული ორთაბრძოლა იქნება. 100+ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი დაუპირისპირდებიან და ნახევარფინალის საგზურს ერთმანეთში გაითამაშებენ. ამ ორთაბრძოლაში დამარცხებული ბრინჯაოს აღების შანსს იტოვებს.
რაც შეეხება ქალთა შეჯიბრს, აქ ბრძოლას სამივე ქართველი გამოეთიშა.