ქართული ლეგიონის უიღბლო დღე - დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონის უიღბლო დღე - დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისთვის“ საფრანგეთის ლიგა1-ის ტური წარუმატებელი გამოდგა. გუნდი გასვლაზე „ბრესტთან“ 0:4 დამარცხდა, რაც მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე წაგებაა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „სენტ ეტიოენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი აბურჯანია ლიგა პორტუგალიაში მხოლოდ დამატებით წუთებზე გამოჩნდა შემცვლელად „ავესში“ „სანტა კლარასთან“ გასვლით დაპირისპირებაში – შეხვედრა მასპინძლებამ 2:1 მოიგეს.

უკრაინის პრემიერ ლიგაში ნიკა გაგანიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა კოვალივკასკოლოსში“ რომელიც გასვლაზე „ოლექსანდრიასთან“ 2:1 დამარცხდა. გიორგი მაისურაძის ჟიტომირისპოლესიემ“ კი გასვლაზე ოდესის „ჩერნომორეცი“ 4:1 დაამარცხა – ქართველ მცველს არ უთამაშია.

ესტონეთის პრემიუმლიგაშინარვა“ შინ „ტამეკასთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს შალვა ბურჯანაძემ, ვაჟა ნემსაძემ, ზაქარია ბეგლარიშვილმა და სერგო კუხიანიძემ.