დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და „ზირას“ „ქიაფაზთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
ვოლკოვი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავი 57-ე წუთზე თავური დარტყმით გამოიჩინა. გიორგი პაპუნაშვილი კი სათამაშოდ 62-ე წუთზე შეუშვეს. ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა. „ზირა“ კი 15 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ზირას“ მხოლოდ ქულით ქულით ჩამორჩება.
ყაზახეთში აკაკი შულაიას, გიორგი კუხიანიძის და ელგუჯა ლობჯანიძის „ყიზილყუმმა“ „მეტალურგს“ 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი მეორე წუთზე გავიდა. ლობჯანიძემ ჯარიმა მოიპოვა, რომლის გათამაშების შემდეგაც მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. გუნდის კაპიტანი გიორგი კუხიანიძე იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.