ქართული ლეგიონი | ქვილითაიამ ლორიას გაუტანა - შენგელიამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთის სუპერლიგაში „ოფი“ (ლევან შენგელია) „არისს“ დაუპირისპირდა – 3:2. შენგელიამ წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და საუკეთესო შეფასებაც (7,9) მიიღო.
„დინამო თბილისიდან” იჯარით გაშვებულმა ნიკა სიხარულაშვილმა საბერძნეთის თასის 1/32-ფინალში შეუცვლელად ითამაშა „მაკედონიკოსში“, რომელიც „ლარისასთან“ (0:0, პენალტების სერია – 1:3) დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი პენალტების სერიაში მონაწილეობდა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოიყენა.
კვიპროსის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი ლორიას „არადიპუმ“ გიორგი ქვილითაიას „არისი“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. მასპინძლებიდან ყველაზე მეტი საქმე ლორიას ჰქონდა, რომელსაც მასპინძლებმა მე-2 წუთზე გაუტანეს.
29-ე წუთზე „არისს“ მოთამაშე გაუძევეს, მაგრამ „არადიპუს“ კიდევ ორი გაუტანა. მეორედ, 63-ე წუთზე ეს ქვილითაიამ მის მიერვე მოპოვებული პენალტით მოახერხა და მიმდინარე სეზონში (3 მატჩში) მეორე გოლი გაიტანა.