ქართული ლეგიონი | ლაშა ოდიშარიამ ლატვიაში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდების პირველ დივიზიონში შალვა ოგბაიძე „დენ ბოსხის“ შემადგენლობაში იყო, რომელიც „ეინდჰოვენთან“ გასვლით მატჩში 0:2 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი 67-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურმა „უიპეშტში“ შეუცვლელად ითამაშა. ქართველის გუნდმა შინ „კეჩკემეტთან“ 0:3 წააგო. ამის მიუხედავად, „უიპეშტმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარიამ სადებიუტო გოლი გაიტანა რიგის რფს-ში, რომელმაც თამაზ პერტიას „ლიეპაიას“ უმასპინძლა, 4:1 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გიორგი კუცია და ლუკა სილაგაძე იყვნენ, ანდრია ხორხელმა – 57-ე წუთიდან ითამაშა, ვაჟა ფაცაციას და რატი არდაზიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.