ქართული ლეგიონი: კაკაბაძემ ”ბარსელონა 2”-ს გაუტანა, ქვილითაიამ დუბლი შეასრულა
ქართველმა ფეხბურთელებმა შაბათს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატში თავის გამოიჩენეს.
ესპანეთში, ტარაგონას ”ხიმნასტიკი” ლა ლიგა 2–ის 28–ე ტურში “ბარსელონა ბ” ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ 65–ე წუთზე “ბარსელონას” მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და ”ხიმნასტიკში” პირველი გოლი გაიატანა. მერე კატალონიელებამ წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინეს, ტარაგონელებმა 33 ქულა დააგროვეს და 22 გუნდში მე–17 ადგილს იკავებენ.
ბელგიის ჩემპიონატს 28–ე ტურში ”გენტი” “ბევერენს” ესტუმრა. სტუმართა შემადგენლობაში
გიორგი ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე გამოჩნდა, 92-ე წუთზე კი მისი საგოლე გადაცემით უკრაინელ რომან იარემჩუკმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და “გენტმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა. “გენტი” 47 ქულით მე-3 ადგილზეა. მაგრამ მისი კონკურენტი ”ანდერლეხტი” დღეს ”მუსკრონს” მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში გადაასწრებს.
უნგრეთში კი თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა: მე–20 ტურში მისი გუნდი ”ბალმაზუივაროში” მესამეადგილოსან “დებრეცენს” ესტუმრა და 2:0 მოუგო. ანგარიში
86–ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა გახნდა, რომელიც დამატებულ დროში შეცვალეს. ის ირაკლი მაისურაძემ შეცვალა, ხოლო ლაშა შინდაგორიძეს უთამაშია. “ბალმაზუივაროში” 22 ქულით 12 გუნდში მე–9 ადგილზეა.
ავსტრიაში კი თავი გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა: ამ ქვეყნის ბუნდესლიგის 24–ე ტურში, ვენის “რაპიდმა” პაშინგის ”ლინც ლასკს” უმასპინძლა და ქართველის დუბლით 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა, 69–ეზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “რაპიდი” 39 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე თამაშის რეალური კანდიდატია.