ქართული ლეგიონი იტალიის სერია B-ში | ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს, ივა გელაშვილი ისევ არ ათამაშეს #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ გასვლაზე „კომოს“ დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო, მაგრამ ქართველი მცველისთვის ეს მატჩი სასიამოვნოდ არ დასრულებულა.
ლოჩოშვილი კრემონელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ის ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს. ამ დროს მისი გუნდი 3:1-ს იგებდა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა, თუმცა 76-ე წუთზე „კომომ“ ანგარიშის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა, პატრიკ კუტრონეს დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია.
საინტერესოა, რომ რამდენიმე იტალიური გამოცემის საერთო შეფასებით, ლუკა ლოჩოშვილს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ, ცხადია, გაძევებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და მისი დაბალი შეფასებები (5.0 და 5.5) ამით იყო გამოწვეული.
საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ივა გელაშვილი კვლავ არ ათამაშეს „სპეციის“ შემადგენლობაში, რომელმაც შინ „პიზასთან“ ქულა მოიპოვა. 9 ტურის შემდეგ კრემონელები 13 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდნენ, „სპეცია“ კი მე-17 ადგილზეა.
ამ მატჩების შემდეგ ორივე მცველი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება და ოქტომბრის მატჩებისთვის მოემზადება.