ქართული ლეგიონი იტალიაში | ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გელაშვილი დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT
იტალიის სერია B-ს 27-ე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. მისი გუნდი იტალიის სერია A-ში დაბრუნებისთვის იბრძვის. „კრემონეზე“ სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა – 2:1.
ივა გელაშვილის „სპეცია“ სერია B-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. ქართველი მცველის გუნდმა შინ უშუალო კონკურენტი „ფერალპისალო“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. გელაშვილი წინა ტურში, „მოდენასთან“ მატჩისას გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო თამაში გამოტოვა.
„კრემონეზე“ იტალიის სერია B-ში 27 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, „სპეცია“ კი ბოლოდან მესამე, მე-18 ადგილს იკავებს.