ქართული ლეგიონი - იმნაძის გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა, ცხადაძის „კასპიისკი“ ჯერ ვერ იგებს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - იმნაძის გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა, ცხადაძის „კასპიისკი“ ჯერ ვერ იგებს #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს, თავის გამოჩენა კი მხოლოდ ლუკა იმნაძემ მოახერხა.

მათე ცინცაძე და რატი არდაზიშვილი „ჟეტისუს“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ „ორდაბასთან” გასვლით შეხვედრაში, რომელშიც მათი გუნდი 2:0 დამარცხდა. ყარაღანდისშახტიორში“ ითამაშეს ანტონ თოლორდავამ და თემურ ჩოგაძემ ჩემპიონ „ტობოლთან” დაპირისპირებაში და ქართველების გუნდი ამ შეხვედრაშიც დამარცხდა – 2:1.

გიორგი ბუხაიძის „ქაისარმა“ შინ „აქსუსთან“ მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა, ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში დარჩა. სენსაციის ავტორი გახდა ლუკა გარდანის „აქტობე“, რომელმაც გასვლაზე მოქმედი ჩემპიონი „ასტანა“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

კახა ცხადაძის „კასპიისკი“ მის ყოფილ კლუბს, ალმატის „კაირატს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ჯერჯერობით ცხადაძის გუნდმა სამივე მატჩი წააგო.

„ყიზილ ჟარამ“ გასვლაზე „ოკჟეტპესი“ 1:0 ქართველის გოლით დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან იყო ლუკა იმნაძე (86 წუთი ითამაშა), ხოლო თამაზ მაქაცარია მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა. „ყიზილ ჟარას“ გამარჯვება ლუკა იმნაძემ მოუტანა, რომელმაც 36-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა.